გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს-მეუფე ანტონი

საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები და მღვდელმთავრები ამ წუთებში იკრიბებიან. ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელმაც საპატრიარქოში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბაღდათის ეპისკოპოსი, მეუფე ანტონი იყო.

კითხვაზე, თავად პირადად უჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მეუფე ანტონი პასუხობს – “გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს”.
„სწორედ ამის გამო ვართ მოსული, რომ გავერკვიოთ სიტუაციაში. ჩვენ დაველოდებით, იქნება კითხვები, იქნება პასუხები და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ. მე განვაცხადე, რომ არც იმის საფუძველი მაქვს, ვენდო, არც იმის საფუძველი მაქვს, არ ვენდო. რა თქმა უნდა, მჭირდება მტკიცებულებები. საერთოდ, ასეთი კითხვები, განკვეთა და ასეთი, ამოიღეთ. ასეთი რამ არ არსებობს“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

მსგავსი სტატიები