იაპონიაში ხანძარმა იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ციხე-სიმაგრე გაანადგურა

იაპონიაში ხანძარს იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შურის ციხე-სიმაგრის მთავარი ნაგებობები შეეწირა. ნაგებობა სრულად განადგურებულია.
მეხანძრეები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.
კუნძულ ოკინავაზე მდებარე შურის ციხესიმაგრე 500 წლის წინ რიუკუს დინასტიის დროს არის აგებული. 1933 წლიდან მას იაპონიის ეროვნული განძის სტატუსი აქვს მინიჭებული. ციხე მთლიანად განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამჟამინდელი ნაგებობა რეკონსტრუქციას წარმოადგენდა.
გაჟღერებული ინფორმაციით, სულად განადგურებულია როგორც შურის ციხე-სიმაგრა, ასე მისი ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნაგებობებიც.

მსგავსი სტატიები