„ტვიტერი“ პოლიტიკური რეკლამების განთავსებაზე უარს აცხადებს

სოციალურის ქსელი „ტვიტერის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ, საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ „ტვიტერი“ პლატფორმაზე პოლიტიკური რეკლამების განთავსებაზე უარს ამბობს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელს მსოფლიოში „ტვიტერში“ შევაჩეროთ პოლიტიკური რეკლამა. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური იდეების გავრცელებას დამსახურება უნდა და არა ყიდვა. ინტერნეტში რეკლამას დიდი ძალა გააჩნია და ის ეფექტიანია, თუ ეს არის კომერციული რეკლამა, თუმცა პოლიტიკის შემთხვევაში ის საფრთხის შემცველია, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელია ხმებზე ზეგავლენის მოსახდენად, რასაც მილიონობით ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია“ – ნათქვამია განცხადებაში.
დორსის თქმით, პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა „ტვიტერში“ 22 ნოემბრიდან შევა ძალაში.