გიორგი გახარია საქმიანი ვიზიტით ანკარას ესტუმრა

საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია, მეზობელ ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტებს აგრძელებს. დღეს ის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა.
გაჟღერებული ინფორმაციით, პრემიერის დასახვედრად ანკარაში მაღალი დონის შეხვედრაა დაგეგმილი.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.