ქუჩის ძაღლმა საკუთარი ერთი დღე “გადაიღო”

ინდოეთის მიტოვებულ და ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებს რთული ყოველდღიურობის გამო მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.
ორგანიზაცია World For All Animal Care and Adoptions-მა გადაწყვიტა ახალი კამპანია წამოეწყო. კომპანიის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ ქუჩის ძაღლს საყელურზე კამერა დაუმაგრეს, რომელიც ძაღლის ყოველდღიურობას გადაიღებდა. ვიდეოს YOUTUBE-ზე 7 მილიონი ნახვა აქვს.

“კამპანიის წამოწყებისა და ვიდეოს გავცელების მიზანია ქუჩის ცხოველების ყოველდღიურობა უკეთესობისკენ შეიცვალოს. არც ერთი ძაღლი არ დაზიანებულა ამ ვიდეოში, უბრალოდ მასში ის მძიმე კადრებია შეკრებილი, რომელსაც თითქმის ყველა ქუჩის ძაღლი ყოველდღიურად გადის”, – ამბობენ კამპანიის ორგანიზატორები.