ჩინეთში შუშის ატრაქციონები დაიხურა

უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, ჩინეთში, 32 შუშის საშიში ატრაქციონი დახურეს, მათ შორის ხიდები, საფეხმავლო გზები და გადასახედი მოედნები.
როგორც ირკვევა, ატრაქციონები მარტში დაიხურა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა.
დახურვის მიზეზი ტურისტთა დაზიანება აღმოჩნდა.
ცნობისთვის, ატრაქციონზე 1 ტურისტი გარდაიცვალა, წვიმისას ფეხი დაუცურდა და მოაჯირიდან გადავარდა, 6 ტურისტი კი დაშავდა.