“ბოდიში მინდა მოვუხადო ვინც აქ მხედავს და ჩემ ცრემლს ხედავს” – ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ნიჟარაძე

“ბოდიში მინდა მოვუხადო ვინც აქ მხედავს და ჩემ ცრემლს ხედავს” – განაცხადა 65 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ნიჟარაძემ
„იმ მომენტში რაც მჭირდა, ვერავინ მიხვდებით, დედამიწის ზურგზე ვერავინ მიხვდება. იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი და სიტყვა არ ეთქვა,“ – ამბობს ნიჟარაძე.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე თავდაპირველად ნიჟარაძის ადვოკატმა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების, შემდეგ კი 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.