ლევან გოგიჩაიშვილის „მილოცვა“ ამბროლაურის მერს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა ამბროლაურის მერს აზარტულ თამაშებში „პორშეს“ მოგება „მიულოცა“.
„მე უბრალოდ, მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ამბროლაურის მერს მივულოცო „პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში. ეს არის სამარცხვინო, სირცხვილია! მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე, კოლეგებო. სანამ ეს სივრცე, სანამ ეს სიკვდილის ინდუსტრია არსებობს, ასეთი სამარცხვინო რაღაცები მოხდება ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს გოგიჩაიშვილი.
ცნობისთვის, ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ ერთ-ერთი ტოტალიზატორის სატელევიზიო გათამაშებაში ავტომობილი, 2019 წლის „პორშე“ მოიგო. როგორც მან გათამაშების წამყვანებს უთხრა, მას გათამაშების 48 ბილეთი ჰქონდა.