დღეს არსებული კანონმდებლობით გომურს დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭება – გენერალური პროკურორი

გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს არსებული კანონმდებლობით, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭება. მისთვის ამ სტატუსისი მინიჭება კი მხოლოდ კანონმდებლობის შეცვლით გახდება შესაძლებელი.
“სასამართლომ გაითვალისწინა ის სამართლებრივი მექანიზმები და ის კანონმდებლობა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. შესაბამისად, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. კანონმდებლობა თუ შეიცვლება ამ მიმართულებით, მაშინ მას მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მას ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი, აქედან გამომდინარე მას არ აქვს ეს სტატუსი,” – შალვა თადუმაძე.