ყალბი ბანკნოტების გასაღების ფაქტზე, 2 პირი დააკავეს

ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, 2 პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა თურქეთიდან 500 ევროს ნომინალის ყალბი ბანკნოტები შემოიტანა, რომელიც 10 000 ლარად საქართველოს მოქალაქეებს მიყიდა.
ყალბი ბანკნოტები დაკავებულთა სახლებიდანაცაა ამოღებული. ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.