კელი დეგნანი – ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, განვამტკიცო ჩვენი ძალისხმევა

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილი კანდიდატი, კელი დეგნანი, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხს შეეხო და რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„სავარაუდოდ, სწორედ ასეთი წარმატების გამო საქართველო კვლავ არის რუსეთის დესტაბილიზაციური და დესტრუქციული ქმედებების სამიზნე. აშშ-ი დარჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე დამცველად. მტკიცედ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის განგრძობად ოკუპაციას და რუსეთის მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ბორდერიზაციის მცდელობას. რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოქმნილი ამ კონფლიქტებიდან გამოსავალი არის რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ჯარების გაყვანა კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ჰუმანიტარული ორგანიზაციების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება. ჩემი ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, განვამტკიცო ჩვენი ძალისხმევა, რათა დავეხმარო საქართველოს მთავრობასა და ხალხს, ააშენოს ძლიერი და აყვავებული საზოგადოება, რომელიც აფასებს მის მრავალფეროვან მემკვიდრეობას და შეუძლია რუსეთის მავნე ქმედებებთან და ჩინეთის მზარდ გავლენასთან გამკლავება“, – კელი დეგნანი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალ ტრამპმა კელი დეგნანი საქართველოში ელჩის პოზიციაზე სექტემბრის დასაწყისში წარადგინა.