წარმომადგენლობითმა პალატამ, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდადა აღიარა

აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდადა აღიარა.
ამ გადაწყვეტილებას მხარი 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 11-მა.
წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს კანონმდებლობას, რომელიც ჩრდილოეთ სირიაზე განხორციელებული თავდასხმის გამო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორივე რეზოლუცია დაგმო და ამასთანავე განაცხადა, რომ გენოციდის შესახებ რეზოლუცია „უაზრო პოლიტიკური ნაბიჯია და მისი ერთადერთი ადრესატი სომხური ლობი და ანტი-თურქული ჯგუფებია.“
თურქული მხარე ირწმუნება, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალურ ძალებთა შეტაკებას ბევრი სომეხი ემსხვერპლა, თუმცა ეს გენოციდი არ ყოფილა.

მსგავსი სტატიები