თბილისში, ტექნიკური პრობლემების გამო, მატარებლები გაჩერდნენ

თბილისში მეტროს მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც მგზავრები აცხადებენ, მატარებლები გარკვეულ სადგურებზე გაჩერდნენ, ამასთანავე ერთ მატარებელს ისნისა და სამგორის გაჩერებებს შორის, გვირაბში მოუწია გაჩერება.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განაცხადა, შეფერხების მიზეზი, “მარჯანიშვილზე“ მოძრავი მატარებელი გახდა, რომელსაც ტექნიკური პრობლემები შეექმნა.
„მატარებელი ტექნიკური ხარვეზით „მარჯანიშვილზე“ იყო გაჩერებული, მაგრამ ვინაიდან მის გაყვანას დასჭირდა დრო, სხვა მატარებლები, რომლებიც მოძრაობდნენ სხვადასხვა სადგურების მიმართულებით, გარკვეული დროით გაჩერდნენ, რათა „მარჯანიშვილზე“ გაჩერებული მატარებლის ხაზიდან უსაფრთხოდ გაყვანა მომხდარიყო“ – თბილისის სატრანსპორტო კომპანია.
აღსანიშნავია მგზავრების განცხადებაც, რომლებიც აცხადებენ, რომ მატარებლების გაჩერებამ პანიკური სიტუაცია გამოიწვია.
„დაახლოებით 15-20 წუთი იყო მატარებელი გაჩერებული სამგორისა და ისნის სადგურებს შორის. ვაგონები მგზავრებით იყო სავსე, რის გამოც სუნთქვა გვიჭირდა. ერთგვარი პანიკური სიტუაცია იყო“.