აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის, სავარაუდო, მემკვიდრე ამერიკელი სამხედროების მიერ ლიკვიდირებულია.
„ახლახანს დაადასტურეს, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პირველი მემკვიდრე განადგურებულია ამერიკული ჯარების მიერ. დიდი ალბათობით, ის დაიკავებდა უმაღლეს პოსტს. ახლა ისიც მკვდარია“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.
დონალდ ტრამპს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სავარაუდო მემკვიდრის ვინაობა არ დაუსახელებია.
Just confirmed that Abu Bakr al-Baghdadi’s number one replacement has been terminated by American troops. Most likely would have taken the top spot – Now he is also Dead!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 29, 2019