ლაშა პაპაშვილი- წყალტუბოს აღორძინების პროექტი, ადგილობრივებს, ბიზნესმენებსა და პოტენციურ ინვესტორებს დამატებით მოტივაციას შეუქმნის

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ კურორტ წყალტუბოს აღორძინების პროექტი, ადგილობრივებს, ბიზნესმენებსა და პოტენციურ ინვესტორებს დამატებით მოტივაციას შეუქმნის.

„ჩვენ უკვე გვაქვს პრაქტიკა აბასთუმანში, მე ათი წელია, მაქვს სხვადასხვა ქონება და ძალიან ნელი ტემპებით ვავითარებდი. ორი წლის წინ სახელმწიფომ დაიწყო მნიშვნელოვანი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე ძეგლების აღდგენითი სამუშაოები. შემდეგ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი თავისი პროექტებით, რაც ძალიან დიდი მოტივია ბიზნესისთვის. თქვენ უკვე ხედავთ შედეგს აბასთუმანში. მიწის ფასი დაახლოებით 5-7-ჯერ გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. წყალტუბოს განვითარების სტილი არის იგივე, როგორც აბასთუმანში“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
მისივე თქმით, ბიზნესისთვის მოტივია, რომ მიჰყვეს ბიძინა ივანიშვილის წამოწყებას.
„მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრების მოტივირება და დარჩენა სამშობლოში. როგორც ვიცი, აბასთუმანში 300-400 მილიონია დახარჯული ინფრასტრუქტურის ნაწილში, ორი წლის განმავლობაში 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას ვაკეთებთ მხოლოდ აბასთუმანში“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.