31 ოქტომბრიდან ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს

31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის ძლიერი კლება, ხოლო მაღალმთიან რაიონში შეიძლება მოთოვოს კიდეც.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.