მარშანია VS მდინარაძე

დეპუტატ მამუკა მდინარაძეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია დაუპირისპირდა. მარშანიამ მდინარაძეს ოცნების მთავარი დემაგოგი და უნიჭო უწოდა.
“ბატონო მამუკა, კოლეგა ჩემო, მომისმინეთ კარგად, უნდა გამოვეხმაურო თქვენს გამოსვლას. ღიმილი გაქვთ ხო სახეზე, როგორც ყოველთვის, მორიგი ღიმილი.
ბატონო არჩილ, შეცვალეთ მთავარი დემაგოგის პიროვნება თქვენს პარტიაში. მას ხომ ეს ფუნქცია აკისრია, იყოს მთავარი დემაგოგი. ძალიან უნიჭოა და ძალიან ვულგარულია. ეს არის ჩემი სუბიქტური შეხედულება” – განაცხადა მარშანიამ.
შეკამათება ინაშვილ-მდინარაძის დაპირისპირებამ გამოიწვია. „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოუწოდა თავი შეეკავებინათ “წინასწარ პროცენტების ბრახა-ბრუხისგან”.