15 წლის საკარგული შვილი დედამ პორნოგრაფიულ ვებგვერდზე იპოვა

ფლორიდის შტატის მკვიდრმა დაკარგული შვილი პორნოგრაფიულ ვებგვერდზე, Pornhub-ზე იპოვა. გაჭღერებული ინფორმაციით, 15 წლის გოგოს ერთი წლის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც არასრულწლოვანი გოგოს დედა ამბობს, მან შვილის ფოტოები და ვიდეოები ინტერნეტში ნახა. პოლიციამ გამოიძია საქმე და გაირკვა, რომ 15 წლის გოგო ერთ-ერთ მსახიობთან ერთად მაღაზიის გამყიდველმა მიმდინარე წლის თებერვალში ნახა.
ვიდეოკამერების შესწავლის შემდეგ, დაადგინეს კაცის ვინაობა. 30 წლის კრისტოფერ ჯონსონი რამდენიმე დღეში არასრულწლოვან გოგოსთან ერთად დააკავეს.
როგორც გოგონა ამბობს, ვიდეო რგოლები ჯონსონის სახლშია გადაღებული, თუმცა დაკავებული ამ სიტყვებს არ ადასტურებს. არასრულწლოვნის სიტყვების მიხედვით, ერთ-ერთი ვიდეოს გადაღებისას ის დაორსულდა, რის შემდეგაც ჯონსონმა იგი საავადმყოფოში წაიყვანა და აბორტი გაუკეთა.