დარწმუნებული ვარ, ღირსეული ინვესტორები მოიძებნება – ნათია თურნავა ანაკლიის პორტზე

კომპანია Meridian-ის მიერ პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ასე პასუხობს:
„ანაკლიის პროექტი არის საკმაოდ მიმზიდველი. მათ შორის კომერციულადაც მიმზიდველია და როდესაც კომპანიები საზღვრავენ შევიდნენ თუ არა ამა თუ იმ პროექტში, ამას უყურებენ. ჩვენ კონტეინერული ტვირთები ბოლო წლებში ძალიან სწრაფი ტემპით გვეზრდება. წელს არის რეკორდული ზრდა კონტეინერების გადაზიდვებში -40 %-იანი, აქედან გამომდინარე, პროექტის მიმზიდველობა ეჭვქვეშ არ დგას. გარდა ამისა, ეს სტრატეგიული პროექტია და სახელმწიფომ ძალიან ბევრი რამ აიღო თავის თავზე, რომ პროექტი კიდევ უფრო მიმზიდველი და ნაკლებრისკიანი გახადოს ინვესტორებისთვის. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ მოიძებნება ღირსეული ინვესტორები, რომლებიც შეძლებენ ამ პროექტის დაფინანსებას. ჩვენთვის ეს პროექტი არის სტრატეგიული და მას საფრთხე არ ექმუქრება. კონსტიტუციით არის ცნობილი როგორც სტრატეგიული პროექტი. ჩვენ ასეთი უპრეცენდენტო მხარდაჭერა სხვა პროექტისთვის არ გამოგვიხატია. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ, რომ ეს პროექტი საფრთხის ქვეშ დგებოდეს”.