“ქართული ოცნება” “ნაცებთან”, “შმაცებთან” და “შმაცუნებთან” კოალიციას არ შექმნის – ირაკლი კობახიძე

არიან “ნაცები”, “შმაცები” და “შმაცუნები”, მათთან კოალიციის შექმნა დაუშვებელია – აცხადებს ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან.
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„იცით, რომ განშტოებები აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”, არიან „ნაცები“, „შმაცები“ და „შმაცუნები“ კოალიციის შექმნა არის გამორიცხული. ასევე არიან პარტიები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, მაგალითად “პატრიოტთა ალიანსი”, “დემოკრატუული მოძრაობა“, მათთანაც შეუძლებელია კოალიციის ფორმირება. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ გვინდა 60 პროცენტის აღება. თუ 60 პროცენტს არ ავიღებთ, გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება.
ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და წითელი ხაზები, ამიტომ ვსაუბრობთ, რომ არ შეიძლება კოალიცია “ ნაციონალური მოძრაობის” განშტოებებთან და სხვა ორიენტაციის მქონე პარტიებთან. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას” და მათ განშტოებებს, მათ ეს პრინციპები არ აქვთ. მოვისმინეთ არაერთი განცხადება, რომ თუ “ქართული ოცნება”აიღებს 45 პროცენტს, მაშინ ისინი შექმნიან კოალიციას. მაგალითად, რომან გოცირიძემ გააკეთა ასეთი განცხადება, გამოდის, რომ მათ არ აქვთ პრინციპები. პირდაპირ განაცხადა რომან გოცირიძემ , რომ „ნაციონალური მოძრაობის” და პრორუსული პარტიების კოალიცია შეიქმნება. ეს მათი არჩევანი და ღირებულებებია”, – აცხადებს კობახიძე.