მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მძიმე ავარიის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. ისინი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება.