ტრამპი ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში დამხმარე ძაღლის ფოტოს აქვეყნებს

ამერიკის ლიდერი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის ლიკვიდაციაში მიიღო მონაწილეობა. როგორც ირკვევა, ძაღლი ბაღდადს გვირაბში დაედევნა, სადაც მან, სამ შვილთან ერთად, თავი აიფეთქა.
„ჩვენ იმ არაჩვეულებრივი ძაღლის ფოტოს დეკლასიფიკაცია მოვახდინეთ (თუმცა, გასაიდუმლოებული რჩება მისი სახელი), რომელმაც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დატყვევებასა და სიკვდილში დიდი წვლილი შეიტანა!“ – აღნიშნავს ტრამპი.