თევდორე მღვდილს ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზარალებული 77 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გუშინ, თევდორე მღვდლის 38 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად 77 წლის მამაკაცი დაშავდა. ირკვევა, რომ აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განმარტებით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია და გაუარესებისკენ არ მიდის.
„პაციეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, გაუარესების გარეშე, თუმცა, დიაგნოზი სერიოზულია. მას სხეულის მე-2 და მე-3 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება. ასეთი დაზიანება საკმაოდ სერიოზულია 77 წლის მამაკაცისთვის. ამ ტიპის დიაგნოზი ახალგაზრდისთვისაც კი სახიფათოა“ – ამბობს გუგა ქაშაბიძე.