დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ბესელია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხვდება

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე, დახურულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან გამართავენ.
როგორც ირკვევა, ისინი ისაუბრებენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის პრობლემურ საკითხებზე.
დახურული შეხვედრა პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში 10 საათზე დაიწყება.
ამ შეხვედრის აუცილებლობა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან დავით გარეჯის მონასტრებთან მისასვლელი გზის გადაკეტვამ და ქართველი მოქალაქეების პროტესტმა გამოიწვია.