კიბერშეტევა იმედისა და მაესტროს ტელევიზიებზეც გავრცელდა

იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ იმედისა და მაესტროს ტელევიზიებზე კიბერშეტევა განხორციელდა. მისი განმარტებით, ქსელი პარალიზებულია და სიგნალს ვერ იღებს.
“ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!”. – ამბობს ჩიხლაძე.