მაკო გომური 16 პირთან ერთად დაზარალებულად არ ცნეს

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ 16 პირიდან დაზარალებულად არცერთი არ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
იურისტი აცხადებს, რომ მოსამართლემ დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა. როგორც აჭარაძე აღნიშნავს, მოსამართლის განმარტებით, აღნიშნულ პირებს ზიანი დანაშაულით რომ მიადგათ არ დგინდება, ასევე არ დგინდება, თუ რომელი დანაშაულით.
აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და აქციის 4 მონაწილე სცნო.