„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ლიკვიდირებულია

გუშინ, ამერიკელმა სამხედროებმა, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა სამხედრომ განაცხადა.
როგორც ირკვევა, თავდაცვის სამინისტრომ თეთრ სახლს გადასცა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სპეცოპერაციის დროს ბაღდადის ლიკვიდაცია მოხდა, თუმცა დეტალები ჯერ უცნობია. ასევე ირკვევა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა თავი მოიკლა.