პრეზიდენტის ვებგვერდზე კიბერშეტევა მოხდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციულ ვებ გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. გვერდის გახსნისთანავე გვხვდებოდა მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები). ამჟამად პრეზიდენტის ოპიციალური გვერდი მიუწვდომელია.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმა საერთო სასამართლოების ვებგვერდზეც განხორციელდა. შსს მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია, დეტალები კი ჯერ კიდევ ირკვევა.