მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს

მეუფე იაკობმა, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა.
“მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით,“ – ამბობს მეუფე იაკობი.