მეუფე იაკობი ბოდიშს იხდის

„ვისაც საგინებელი აქვს, არამარტო ვაგინებ, დედებს მოვუკითხავ ყველას. ყველასთან ცდილობენ თანამშრომლობას. ჩემთან ვერ ეცდებიან იმიტომ, რომ მაპატიეთ და მკიდია, ბიძინათი დაწყებული, ყველათი დამთავრებული“. – სწორედ ამ სიტყვებით მიმართა მეუფე იაკობმა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას, მცდელობაში, „ემხილებინა“ მთავრობის პირები. დღეს, მეუფის სიტყვებით, ის ბოდიშს იხდის აღნიშნული ტერმინოლოგიისთვის, თუმცა მისი მდგომარეობაც გასაგები უნდა იყოს, რადგან წლების განმავლობაში ამ საიდუმლოებს ვერ ამჟღავნებდა. როგორც ვიცით, დანაშაულისთვის ხელის დაფარება და დამალვა კანონით ისჯება, თუმცა რადგან საქმე ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ეხებათ და გაურკვეველ მაქცინაციებს ვაწყდებით, საკმარისი მხოლოდ ბოდიშის მოხდა ხდება.