ფესტივალი ნიუ იორკის მარგალიტი ქართველმა და იტალიელმა მოიგეს

ნიუ იორკში, ბავშვთა და მოზარდთა მუსიკალური ფესტივალი, ნიუ იორკის მარგალიტი დასრულდა. ამ ჯერზე მარგალიტის ტიტული და მთავრი ფულადი პრიზი ბათუმელმა მარიამ აბულაძემ და იტალიელმა სარა დელ ოლიომ გაინაწილეს.
3-ეტაპიანი საკონკურსო სისტემით, საერთაშორისო ჟიურიმ, ასევე, გამოავლინა შემდეგი გამარჯვებულები:
აკადემიური ვოკალი – ანაჰიტ ინჟიგულიანი (აშშ)
ბროდვეის მუსიკა – აექსანდრა აპრაქსინა (რუსეთი)
საავტორო და ოროგინალური სიმღერა – თამუნა ლილუაშილი (საქართველო)
მსოფლიო ჰიტი – სარა დელ ოლიო (იტალია)
ფოლკი და პოპი – დარია ბოლზამბეკი (ყაზახეთი)

ჟიურის წევრებმა რჩეულებიც დაასახელეს. თუმცა აღიარების გარდა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ რჩეულებს მიიწვევენ სხვადასხვა ფესტივალებზე მათ შორის “რიგა სიმფონიზე” ლატვიაში, “სანრემო ჯუნიორზე” იტალიაში, “იუვეს” ფესტივალზე მალტაში, “ლეიქ ფესტივალზე” მაკედონიაში და ახალგაზრდა მუსკოსთა სამუსიკო ფესტივალზე ყაზახეთში.

ნიუ იორკის მარგალიტის 2019 წლის ჯერზე ჟიურის შეადგენდა: ჰელენა ლორეინა შვილპე (ლატვია), ჯულიან სკოტ ვერნერი (აშშ), მიკელ ლე პომა (იტალია), მარიან კატაროვსკი (მაკედონია), ტოლგა გურდილი (თურქეთი), კარლა აბდიკამიროვა (ყაზახეზეთი), ელენა პინჟოიანი (რუსეთი), ვაგო ოჰანიანი (აშშ), ართა ჰაზირი-ნიჰიუ (კოსოვო), ოლგა ლომთოვა (აშშ), ნუნი ფიგუერა (ესპანეთი), ნინო გელაშვილი (საქართველო), ნინო ღარიბაშვილი (აშშ), ნინი წიკლაური (საქართველო), ირაკლი ბეგლარაშვილი (აშშ), ნონა დიასამიძე (აშშ). ჟიურის გუნდს ხელმძღვანელობს Pearl Art Group-ის დამფუძნებელი და ფესტივალის პრეზიდენტი თამარ ღოღობერიძე.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ნიუ იორკის მარგალიტი”, 27 ოქტომბერს ნიუ იორკის Roulette Itermedium Hall-ში დაიხურა.
ფესტივალის ორგანიზატორია ნიუ იორკში დაფუძნებული “პერლ არტ ჯგუფი”, რომლის მისიაც კონკურსებითა და ფესტივალების მეშვეობით, მუსიკალური განათლების მიღების სტიმულირება და აკადემიური მუსიკალური განათლების პოპულარიზაცია გახლავთ.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ნიუ იორკის მარგალიტი” 2016 წელს დაიწყო და წლეულს მან მეოთხედ უმასპინძლა მონაწილეებს.
როგორც ფესტივალის დამფუძნებელი თამარ ღოღობერიძე აცხადებს, მიმდინარე ფორუმის დასრულებისთანავე ფესტივალის საოგანიზაციო კომიტეტი 2020 წლის ჯერისთვის მზადებასა და მიღებას დაიწყებს.

მსგავსი სტატიები