მსოფლიოს ძლევამოსილი ლუქს ბრენდები

Interbrand-მა ტრადიციული რეიტინგების გამოქვეყნება დაიწყო. უკვე ცნობილია ვაჭრობის სექტორის ლუქს ბრენდების ათეული. რეიტინგის მინიჭებისთვის საკონსულტაციო კომპანიამ ფორმულას კიდევ ერთ პარამეტრი დაამატა. მომხმარებლის აზრს, საექსპერტო შეფასებებსა თუ ფინანსურ მაჩვენებლებს დაემატა პარამეტრი, რომელიც ადგენს ბრენდის გავლენას ბაზარზე კონკურენტებთან მიმართებით. ახალი სისტემის გათვალისწინებით ათის ნაცვლად ტოპ სია განისაზღვრა ცხრა ლეიბლით. სიაში მოცემულია დასახელება და ბრენდის კაპიტალი მილიარდ დოლარში.

Prada – 4,781 მილიარდი დოლარი
Burberry – 5,205 მილიარდი დოლარი
Tiffany & Co. – 5,335 მილიარდი დოლარი
Dior – 6,045 მილიარდი დოლარი
Cartier – 8,192 მილიარდი დოლარი
Gucci – 15,949 მილიარდი დოლარი
Hermès – 17,92 მილიარდი დოლარი
Chanel – 22,134 მილიარდი დოლარი
Louis Vuitton – 32,223 მილიარდი დოლარი

სიაში პირველად მოხვდა Burberry და Tiffany & Co. გასულ წლებთან შედარებით 1 პოზიცია დაკარგა Hermès-ის სახლმა. Louis Vuitton უპირობოდ და სტაბილურად იზრდება. სიის ყველაზე მზარდი ბრენდი კი ამ ჯერზე Gucci გახლავთ, რომლის ბრ