აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტმა 1 ტრილიონს მიაღწია

აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა და თითქმის 1 ტრილიონს მიაღწია.
დეფიციტმა აშშ-ის მშპ-ს 4,6% შეადგინა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში პოზიტიურად არის შეფასებული პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკა. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული, უმუშევრობის რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზე ბოლო 50 წლის განმავლობაში.
გაჟღერებული ინფომაციით, წელს აშშ-ს ბიუჯეტი გაიზარდა როგორც ფიზიკური პირებისგან, ასევე, კორპორაციებისგანაც.