ერაყში აქცის 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ანტისამთავრობო აქციას ერაყში 40-მდე ადამიანი შეეწირა.
გაჟღერებული ინფორმაციით სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, გასამხედროებულმა ფორმირებამ კი დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა.
დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი.
შეგახსენებთ, პირველი ოქტომბრიდან მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებს