ირაკლი კობახიძე კაჭრეთში ჟურნალისტებს პასუხობს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ კაჭრეთში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არიან გაითვალისწინონ ყველა ის ინიციატივა, რომელიც საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
კობახიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინდელი დღე იყო ძალიან პროდუქტიული. ყველა თემასთან დაკავშირებით კონსტრუქციული დისკუსია გვქონდა. საუბარი იყო სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით, საეთერო დროის შესახებ და ა.შ. ამ საკითხებთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსის მიღწევა მოვახერხეთ. დღესაც, ორი ძირითადი თემა განიხილება. ეს არის საარჩევნო დავების საკითხი, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხი. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დადგება შეხვედრის მონაწილეების მხრიდან. რა თქმა უნდა, მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას“,- ირაკლი კიბახიძე.