ერდოღანი ჟურნალ Le Point-ს სასამართლოში უჩივის

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფრანგულ ჟურნალს, Le Point სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ თურქეულ გამოცემაზე დაყრდნობით იუწყება. ერდოღანი ჟურნალის რედაქტორსა და ჟურნალისტს მისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო ადანაშაულებს. Le Point ერდოღანს თავის სტატიაში „რადიკალი“ უწოდა.
სააგენტოს ინფორმაციით, ანკარის პროკურატურაში სარჩელი ერდოღანის ადვოკატმა შეიტანა.