რუსეთში, სამხედრო ნაწილში სამხედრომ სროლის დროს რვა ადამიანი მოკლა

რუსეთში, იმიერბაიკალეთის მხარეში მდებარე სამხედრო ნაწილში, ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა და 8 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის არიან ახალწვეულები.
გავრცელებული ცნობებით, ჯარისკაცი უკვე დაკავებულია. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მამაკაცს ნერვული პრობლემები ჰქონდა.