ამაყი ვარ იმ მოღვაწეობით, რასაც ანა დოლიძე ახორციელებს – გიორგი მარგველაშვილი

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილს განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტს მიმართა, დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს, ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ დოლიძის მოღვაწეობით ამაყია.
“ანა დოლიძის განცხადებები და მოღვაწეობა არამარტო შეესაბამება იუსტიციის საბჭოს სტანდარტებს, არამედ შეესაბამება უმაღლეს მოქალაქეობრივ სტანდარტებს იმისა, რომ შენ უნდა იყო პასუხისმგებელი უკეთესობისკენ ცვლილების. ამაყი ვარ იმ მოღვაწეობით, რასაც ანა დოლიძე ახორციელებს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში”, – ამბობს მარგველაშვილი.