ანა დოლიძეს უფლებამოსილებას შეუწყვეტენ

დიმიტრი გვრიტიშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს მოთხოვნით ანა დოლიძეს, საბჭოს არამოსამართლე წევრს, უფლებამოსილება შეუწყვიტოს. მიმეზად კი პოლიტიკასთან კავშირს ასახელებს, რაც იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია. აღსანიშნავი, მას არაერთხელ გაუკეთებია პოლიტიკური განცხადებები, თუ მოთხოვნები.
„ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არამხლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშვნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“. – ნათქვამია პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში.