პარტია “@ლელო” 12 დეკემბერს დაარსდება

მამუკა ხაზარაძე პარტია “@ლელოს” დაფუძნებას 12 დეკემბერს აანონსებს. ოფისის ადგილმდებარეობას კი “თბილისი ცენტრალად” ასახელებს.
როგორც დღეს, მორიგი ნაპოვნი 12 წევრის წარდგენისას განაცხადა, პარტიაში გაწევრიანება ღია იქნება. ღია გაწევრიანება, თუმცა განა მათთვის, რომელთაც ქვეყანა აღელვებთ, არამედ მათთვის, რომლებსახ ყვეყნის ხელისუფლებაში მოსვლა და ჯიბეების გასქელება სურთ.
„პარტია „ლელო“ დაფუძნდება დეკემბრის 12-ში. ეს იქნება დამფუძნებელი ყრილობა და ვაცხადებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი შემოგვიერთდა, პარტიაში გაწევრიანება არის ღია. მე პირადად ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეხვდება პარტიის მომავალ წევრებს ხელის ჩამორთმევით, თვალებში ჩახედვით, იმისათვის, რომ ჩვენ ერთად გამოვიდეთ დამარცხებული მდგომარეობიდან და გადავიყვანთ ქვყანას გამარჯვებისკენ.
ჩვენი პარტიის ოფისი წლის ბოლოს „თბილისი ცენტრალში“ გაიხსნება, სადაც ყველა გზა მოდის, ყველა მატარებელი აქ შამოდის, მგზავრები რეგიონიდან, მგზავრები საავტომობილო ტრანსპორტით, სწორედ აქ იკრიბება ყველა მოქალაქის პრობლემა და ჩვენ თითოეულ მათგანთან გვექნება დიალოგი. ეს პარტია იქნება არა ვიღაცის, არამედ თქვენი პარტია. ეროვნული თანხმობის გაერთიანებით ერთობლივად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან “ – ამბობს ხაზარაძე.