ისტორიაში პირველად პროფკავშირების საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს

ისტორიაში პირველად პროფკავშირების საყოველთაო გაფიცვა რომში მოეწყო, – ამის თაობაზე ადგილობრივი მედია იუწყება.
გაფიცვა არა მარტო საქალაქო ტრანსპორტის ყველა სახეობას შეეხო: მეტროს, ავტობუსებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის გარდა არ იმუშავებენ საქალაქო მუზეუმები, ნაგვის გატანის სამსახურები, აგრეთვე, ზოგიერთი სხვა საქალაქო სამსახური.
განსაკუთრებული პრობლემები მოსალოდნელია რომსა და მილანში. იტალიის დედაქალაქში გაფიცვის გამო, შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება და შეფერხებით იმუშავებენ კომუნალური სამსახურები.
აქციის გამო უკვე გაუქმდა კომპანია „ალიტალიას“ 240 ავიარეისი.
გაფიცვის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ითხოვენ.