გუბაზ სანიკიძე სააკაშვილს ხვდება

გუბაზ სანიკიძე კიევში მიხეილ სააკაშვილს უნდა შეხვდეს. სანიკიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი ოპოზიციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, ხოლო მის მოსაზრებებს საინტერესოს უწოდებს. როგორც გაქცეული პრეზიდენტის გოშია სანიკიძე აცხადებს, მათ ქვეყნის მომავალზე უნდა ისაუბრონ. როგორ შეიძლება ქვეყნის უკეთეს მომავალზე ფიქრობდნენ ყვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტი – “სისხლიანი ხელისუფლების” მეთაური და მასთან ერთად “ქართული ოცნების” გზით პოლიტიკაში დაბრუნებული აწ უკვე ოპოზიციონერი პიროვნება, რომელიც მუდამ ვინმეს ხელის ბიჭი უნდა იყოს. მსგავსი ადამიანის ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს პირდაპირპროპორციულად ვიღაცის ქვეშევრდომობა, იქნება ეს ამერიკა, რუსეთი თუ რომელიმე სხვა მხარე.
მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„უახლოეს პერიოდში ჩავალ კიევში, ალბათ გიორგობამდე. საუბარი გვექნება ყველა თემაზე. მიხეილ სააკაშვილთან ჩემს გეგმებზე მე ვერ ვსაუბრობ, ვამბობ, რომ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს საქართველოში. ფაქტი ერთია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გადამწყვეტი ფაქტორი ქართულ ოპოზიციაში. თემატიკა იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი. ივანიშვილის საკითხი არაა ყოვლისმომცველი. ვისაუბრებთ იმაზე, საქართველო საით მიდის, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. მაინტერესებს სააკაშვილის მოსაზრებები, რას ფიქრობს. მე რამდენადაც ვიცი, მასაც აინტერესეს, მე რას ვფიქრობ“ – სანიკიძე.