უპრეცედენტო და ზღვარგადასული, – თეა წულუკიანი საერთაშორისო დამკვირვებლების გატაცებაზე

დე ფაქტო რეჟიმის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლების დაკავების ფაქტს, საქართველოს ვიცე პრემიერი, თეა წულუკიანი სავალალოსა და ნეგატიურს უწოდებს.
მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„უპრეცედენტოა და ზღვარგადასულია უკვე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ფორუმზე და მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში არაერთი დავის ფარგლებში, მუდმივად აღვწერდით და ვასახელებდით ჩვენი მოქალაქეების გატაცების, მათდამი ცუდად მოპყრობის და რამდენიმე ტრაგიკულ შემთხვევაში, გარდაცვალების ფაქტებს ვასაჩივრებდით, ახლა უკვე ამას დაემატა საერთაშორისო დამკვირვებლების გატაცება, რაც არის სავალალო ფაქტი.

მინდა, ყველას მოვუწოდო, ვინც ამაში იყო ჩართული, მეორე მხარეს, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს უკანონო დაკავება და პატიმრობა. ჩვენ ამას ვგმობთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას, დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუიარაღებელი დამკვირვებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააკავეს. „24 ოქტომბრის, შუა დღეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა. მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად“- აცხადებს