ნატო-ს ორი საზღვაო ხომალდი ბათუმის პორტში ჩერდება

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო (SNMCMG2) შენაერთის შემადგენლობაში შესული ნატო-ს ორი საზღვაო ხომალდი ბათუმის ნავსადგურში შევიდა. ისინი ნავსანდგურში ამერიკული სამხედრო ხომალდის, “პორტერის”, დატოვების შემდეგ შევიდნენ.
მათი აქ ყოფნის განმავლობაში იგეგმება ერთობლივი სწავლებები საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად.
ეკიპაჟის წევრების დახვედრა ბათუმში 12 საათისთვის იგეგმება.