“რაიანეარი” საქართველოში რეგურალურ ფრენებს 6 ოქტომბრიდან შეასრულებს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაიანეარი“ თბილისისა და ქუთაისი მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 6 ნოემბრიდან განახორციელებს. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.
ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, ავიარეისები Boeing B737-ის ტიპის ხომალფრბით შესრულდრბა.
“რაიანეარის” ფრენის განრიგი შემდეგია:
მილანი-თბილისი-მილანი – 6 ნოემბრიდან, კვირაში ოთხი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;

მარსელი-ქუთაისი-მარსელი – 7 ნოემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია – 9 ნოემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.