საქართველოში ამერიკული ჯარი განთავსდება

ლუკ კოფი, „ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევარი, გამოდის ინიციატივით, რომ სირიიდან გამოსული ამერიკული ჯარები განთავსდნენ საქართველოში, კერძოდ კი ახალქალაქში, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე. მისი განმარტებით ეს საჭიროა იმ შემთხვევისთვის, თუ “ისლამური სახელმწიფოს” ხელახალი აღდგენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება დასჭირდათ.
ამის შესახებ მან “ტვიტერში” განაცხადა. რეალურად კი ამ შელამაზებული განცხადების უკან სხვა განზრახვებიც ისახება. ეს აშშ-ს უფლებას მისცემს საკუთარი ჯარით მეტი კონტროლის ქვეშ მოაქვიოს საქართველო. ეს მათი ერთ-ერთი ხერხია, სხვა იდეას ამოფარებით, გაიგოს როგორც ქვეყნის შიდა მდგომარეობა, ასევე ის, თუ როგორ გამოიყენოს შემდეგ იგი. გარდა ამისა, ამერიკული ჯარის საქართველოში ყოფნა გაამწვავებს მდგომარეობას გამწვავებას რეგიონში.
ლუკ კოფის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„შეთავაზება: აშშ-ის შეიარაღებული ძალები, რომლებიც სირიას ტოვებენ შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა ისლამური სახელმწიფოს აღდგენის შემთხვევაში სწრაფად საპასუხოდ. აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც სულ რაღაც 740 კმ-ით არის დაშორებული რაყადან. ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“,- ლუკ კოფი.