EUMM ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 24 ოქტომბერს ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრული ზემოხსენებულ ტერიტორიაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს.
“მისია ჯერ კიდევ იკვლევს მომხდარის დეტალებს. ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გავზარდეთ დამკვირვებელთა რაოდენობა, რაც ჩორჩანა-წნელისთან სტაბილურობის მხარდაჭერას ემსახურება”, — ნათქვამია განცხადებაში.
EUMM ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ შეიარაღებული პირები არ აძლევენ დამკვირვებლებს საშუალებას, თავიანთი მანდატის ფარგლებში იმუშაონ. მისიის განცხადებით, ხვალ, 25 ოქტომბერს გატაცების ფაქტს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკურ შეხვედრაზე განიხილავენ.