აფხაზურ ქორწილში შესაძლოა წითელ წიგნში შესულ ცხოველს ჭამენ

აფხაზურ ქორწილში შესაძლოა წითელ წიგნში შესული ცხოველები ჭამეს. დაუნაწევრებლად შემწვარი თხები, რომლითაც ქორწილი იყო გაფორმებული, კავკასიური თხა ტურია.
ამ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელი ბუნების დაცვის საკითხებში, საველი ჩიტანავა ადასტურებს. მისი განმარტებით ამის გამო ოჯახს ვერ დასჯიან რადგან მათ წითელი წიგნი არ აქვთ, ხოლო ეს ცხოველი რუსულ წითელ წიგნშია აღნუსხული.
ეს ერთადერთი სკანდალი არ არის, რომელიც ამ ქორწილს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თხებით გაფორმებული სუფრის კრიტიკის გამო ეთნიკურად აფხაზ ბლოგერს, ბესლან ხვარცკიას სცემეს. დაზარალებულს ჰქონდა თავის ქალის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები. ასევე, გულ-მკერდისა და სხეულის სხვა ნაწილების მრავალჯერადი დაზიანება. მიუხედავად იმისა რომ ყველა საჭირო მტკიცებულება აქვთ თავდამსხმელის დასაკავებლად, ჯერ გამოძიება არც კი დაწყებულა.