ბანგლადეშში 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს 19 წლის გოგოს დაწვისთვის

19 წლის ბანგლადეშელი გოგოს ნუსრათ ჯაჰან რაფის მკვლელობისთვის სასამართლომ 16 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
მკვლელობა 2019 წლის 6 აპრილს ბანგლადეშის დედაქალაქიდან 160 კმ-ით დაშორებულ ქალაქ ფენიში მოხდა. ნუსრათი თავის სკოლაში ცოცხლად დაწვეს მას შემდეგ რაც მან სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. დირექტორის დაკავების შემდეგ, გოგონას მისამართით მუქარები დაიწყო, ადამიანების გარკვეული ჯგუფი პოლიციისგან მის გათავისუფლებას ნუსრათისგან კი საჩივრის უკან გამოტანას ითხოვდა.

ბიბისის“ ცნობით, დამნაშავეებს შორის არიან 19 წლის დაღუპული გოგონას, ნურსათ ჯაჰან რაფის სკოლის სამი მასწავლებელი, მათ შორის სკოლის დირექტორი, რომელმაც გოგონას მკვლელობა ციხიდან შეუკვეთა. დამნაშავეებს შორის ასევე არიან ადგილობრივი მმართველი პარტიის წევრებიც. ამასთან ერთად, გამოძიებამ დაადგინა, რომ რამდენიმე ადგილობრივი პოლიციელი საქმესთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ცნეს დამნაშავედ. ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ნურსათ ჯაჰან რაფიმ თავი მოიკლა. დამნაშავეებს შორის არიან თავად მსხვერპლის კლასელებიც.
19 წლის გოგონა, ნურსათ ჯაჰან რაფი 2019 წლის 6 აპრილს მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ნურსათ ჯაჰან რაფი სკოლის სახურავზე მოტყუებით აიყვანეს, სადაც თავს დაესხნენ და ცოცხლად დაწვეს. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც 19 წლის გოგონამ თავისი სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა.
ნუსრათი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულის 80 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ნუსრათის სიკვდილმა პროტესტები გამოიწვია, სოციალურ ქსელებში ათასობით ადამიანი აღშფოთებას გამოთქვამდა ნუსრათის მკვლელობისა და ბანგლადეშში სექსუალური ძალადობის გამო.