თუ ვინმე უკანონობას ჩადის არ ეპატიება – კალაძე ფოფხაძეს პასუხობს

გედევან ფოფხაძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ “ქართული ოცნება” პოლიტიკურ რეჟიმად იქცა, რის შედეგადაც ბიზნესი დიდი ზეწოლის ქვეშაა.
აღსანიშნავია, რომ ფოფხაძეს კონკრეტული ფაქტები არ დაუსახელებია და ზოგადი ფრაზებით ისაუბრა. მისი განმარტება რეალურს რომ შეესაბამებიდეს ოპოზიცია ამ შანსს, რომ ტალახი ესროლა მთავრობისთვის ხელიდან არ გაუშვებდა. თბილისის მერი კახა კალაძე მსგავს, ზოგად საუბარს უხერხულს უწოდებს.
“თუ არის რაიმე კონკრეტული ფაქტები ბიზნესზე ზეწოლის, რა თქმა უნდა, კონკრეტული მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ. დაასახელონ, ვინ არიან. თუ ვინმე ასეთ უკანონობას ჩადის, მერწმუნეთ, არ ეპატიება”- ამბობს კალძე.